ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კურტ ვოლკერი: საქართველო უნდა იყოს მიზიდულობის პოლუსი აფხაზებისა და ოსებისთვის

13 სექტემბერი, 2017 • 2517
კურტ ვოლკერი: საქართველო უნდა იყოს მიზიდულობის პოლუსი აფხაზებისა და ოსებისთვის

კურტ ვოლკერის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, საქართველო უნდა განვითარდეს, როგორც ქვეყანა. ეს განცხადება „მაკკეინის ინსტიტუტის“ დირექტორმა  მედიასთან საუბრისას გააკეთა. მისი ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან“ ერთად მეორე დღეა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელზეც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი აქტიურად განიხილება.

კურტ ვოლკერმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბრისას  აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იქცეს სახელმწიფოდ, რომლითაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები დაინტერესდებიან.
„უნდა მოახდინოთ ყველა იმ რეფორმის იმპლემენტაცია, რომლისაც შეგიძლიათ; გქონდეთ ისეთი კარგი ეკონომიკა, როგორიც შეგიძლიათ; გქონდეთ საუკეთესო აეროპორტები, უნივერსიტეტები, ჯანდაცვა… უნდა იყოთ მიზიდულობის პოლუსი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხოვრობენ. რუსეთის პოლიტიკაში ცვლილებების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. თუმცა, რაც უფრო წარმატებული იქნება საქართველო, მეტად გამოინახება ტერიტორიების დაბრუნების, რეინტეგრაციის გზები. ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა“.

ვოლკერმა საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა, თბილისში მაიკ პენსის ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ კავშირები იზრდება:

„ვფიქრობ, გასული პერიოდის განმავლობაში ვნახეთ აშშ-ის მზარდი ურთიერთობა საქართველოსთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიცეპრეზიდენტ პენსის ვიზიტი. ჩვენ ვხედავთ აშშ-ისა და სქართველოს სამხედრო თანამშრომლობას,რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ქართული ბიზნესგარემოს განვითარებასთან ერთად, ბევრ ამერიკულ ინვესტიციასაც ვნახავთ ქვეყანაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი