ახალი ამბები

პროკურატურა: უახლოეს პერიოდში 17 მაისს ძალადობაში ბრალდებულები დაისჯებიან

20 მაისი, 2013 •
პროკურატურა: უახლოეს პერიოდში 17 მაისს ძალადობაში ბრალდებულები დაისჯებიან

“არის ბევრი ვიდე მასალა, სადაც იდენტიფიცირება არის საჭირო. სულ 2 დღეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს. მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უახლოეს პერიოდში თქვენ ნახავთ იმ პირებს, რომლებიც, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, კანონის წინაშე პასუხს აგებენ,”- განაცხადა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა. 

 

შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული კომენტარი დღეს, 20 მაისს სასტუმრო ჰოლიდეი ინში გააკეთა, სადაც ამჟამად “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში მიყურადებისა და ჩანაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერის, კინო და ფოტოგადაღების საკანონმდებლო მოწესრიგებისა და კანონიერების დაცვის პრობლემების” შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი