ახალი ამბები

ბესელიას განცხადებით, სამართალდამცავებმა ძალადობაზე თვალი არ უნდა დახუჭონ

20 მაისი, 2013 •
ბესელიას განცხადებით, სამართალდამცავებმა ძალადობაზე თვალი არ უნდა დახუჭონ

მისი თქმით, ის, რომ ამ ეტაპზე შსს-ს 17 მაისს ძალადობრივ ინციდენტებში მონილე არც ერთი პირი არ დაუკავებია, ნორმალურია. 

 

“აქ სიჩქარე არ ვარგა. შეცდომები რომ გამოვრციხოთ, უნდა გაანალიზოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს კადრები. წინმსწრებად ვინმეს დამნაშავედ გამოცხადება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაა. გამოძიება დაადგენს, თუ ვინმეს აქვს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი გადაცდომა. თუ გამოიკვეთება, რომ კანონი დაირღვა კონკრეტული პირის მიერ, ამისთვის გვაქვს კონსტიტუცია, რომლის წინაშეც ყველა თანასწორია. ჩვენ უნდა დავიცვათ კანონის მოთხოვნა,”-განაცხადა ბესელიამ.


უმრავლესობის წევრის თქმითვე, იმისთვის, რომ მსგავს ძალადობრივ შემთხვევებს მომავალშიც არ ჰქონდეს ადგილი, სამართალდამცავებმა არ უნდა დახუჭონ თვალი კანონდარღვევის ფაქტებზე და ამით არ წაახალისონ ძალადობა, ნებისმიერის, საერო თუ სასულიერო პირის მიერ. 


ბესელიამ აღნიშნული კომენტარი სასტუმრო ჰოლიდეი ინში გააკეთა, სადაც ამჟამად “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში მიყურადებისა და ჩანაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერის, კინო და ფოტოგადაღების საკანონმდებლო მოწესრიგებისა და კანონიერების დაცვის პრობლემების” შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი