“საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აღშფოთებულნი არიან 17 მაისს ზოგიერთი დემონსტრანტის მიერ გამოვლენილი სასტიკი შეუწყნარებლობისა და ძალადობის სამარცხვინო სცენებით, რომელთა მიზანი იყო სხვა დემონსტრანტებისათვის საკუთარი თავის მშვიდობიანად გამოხატვისათვის ხელის შეშლა.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყოველი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობაა აქვს, როგორც ეს არაერთხელ იქნა ჩვენ მიერ გაცხადებული, მათ შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქალბატონ კეტრინ ეშტონის მიერ გაკეთებულ უკანასკნელ განცხადებაში.
ევროკავშირს სწამს, რომ აუცილებელია ნებისმიერ ნიადაგზე, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და შემწყნარებლობის, როგორც დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოების საფუძვლის, წახალისება.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას მის მიერ ნაკისრი ღირსებისა და უფლებების თანასწორობისა და თავისუფლების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას მისი ყველა მოქალაქის უფლებები მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით”.