ახალი ამბები

ლვოვის სასტუმროში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, პოლიცია მივიდა

12 სექტემბერი, 2017 • 1936
ლვოვის სასტუმროში, სადაც  სააკაშვილი იმყოფება,  პოლიცია მივიდა

ლვოვის ერთ-ერთ  სასტუმროში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი იმყოფება, მესაზღვრეები და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. პოლიცია ამ დრომდე სასტუმროში რჩება, თუმცა გავრცელებულ ვიდეომასალებში არ ჩანს სააკაშვილი. 

პოლიცია სასტუმროში დღეს დილით მივიდა და 11.00 საათისთვისაც კვლავ სასტუმროში არიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასტუმროში მისული მესაზღვრეები განმარტავენ, რომ იქ მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი.

პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი მხარდამჭერების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო. მისი ინფორმაციით,  დაკავებულია პარტიის აქტივისტი ანდრეი კატინჩენკო.

“პოლიციამ ჩვენი დაკავებული აქტივისტი ლვოვში გადაიყვანა. გუშინ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლებმა ჩვენი კიდევ ერთი  აქტივისტი ალეკსანდრ ბურცევი დააკავეს”. 

დავით საყვარელიძე უკრაინის  ხელისუფლება მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები.


მნიშვნელოვანი დეტალები:

[checklist]

  • მიხეილ სააკაშვილმა  10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.
  • მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.
  • უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი