“დღეს ჩვენ წინაშე დგას ამოცანა შევქმნათ და განვავითროთ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია, დეპოლიტიზებული პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფს მართლწესრიგსა და უსაფრთოებას ეთიკისა და მორალის მოთხოვნების დაცვით და არამც და არამც მოქალაქეთა რეპრესირების, მათი ჩაგვრის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლების შეზღუდვის გზით. საზოგადოება პოლიციის პარტნიორია, თითოეული მოქალაქის მეგობარია და არა მისის ოპონენტი. ეს ხედვა გახლავთ ჩვენი სამინისტროს გენერალური იდეა. საზოგადოებასა და პოლიციას შორის ღია და ანგარიშვალდებული ურთიერთობის გარანტიად გვესახება პოლიციის ყოველდღიური საქმიანობის ჰუმანურობის სამართლიანობის და კანონიერების პრინციპებზე აგება. ჩვენ მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში წვლილის შეტანას. ამ გზით დავიმსახურებთ საქართველოს მთელი მოსახლეობის ნდობას და სიყვარულს, რის შედეგადაც ჩვენი პროფესიული დღესასწაული ჭეშმარიტ სახალხო დღესასწაულად გადაიქცევა.”

ირაკლი ღაიბაშვილმა საქართველოს წინაშე აესებულ გამოწვევებზეც ისაუბრა:”აქვე არ შემიძლია გვერდი ავუარო ჩვენი ქვეყნის დიდ სატკივარს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. დღეს დილით კარალეთში ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდგომ შიდა ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფში პოლიციელების დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ვთქვი და აქაც მსურს გავიმეორო, სახელმწიფოს მიერ ამ კონფლიქტის პოლიტიკური და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა ყველა სახელმწიფო ორგანოს მიერ, მათ შორის ჩვენი უწყების მხრიდანაც, განსაკუთრებით გონივრული, თანმიმდევრული მაღალპროფესიული მიდგომა ჭირდება, რათა აღვადგინოთ მეგობრული თანადგომობა ჩვენს ძმებთან.”
მინისტრმა გარდაცვლიი პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო:”აქვე მე მინდა განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ პოლიციელეთა ხსოვნას, რომლებიც საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებას, ტერიტორიული მთიალიანობისთვის ბრძოლას და საერთაშორისო მისიაში ქვეყნის ინტერესების დაცვას შეეწირნენ. მე მინდა აღვნიშო, რომ აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არ მომხდარა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ თანამშრომელთა სიის დადგენა. ჩვენ ვგეგმავთ ამ სახელების უკვდავსაყოფად მემორიალის აგებას. ბატონებო, მე მინდა კიდევ ერთხელ გულწრფელად გადაგიხადოთ მადლობა იმ თავდადებისათვის, რომლითაც ემსახურებით ჩვენს ქვეყანას, მე ვამაყობ თქვენით და მჯერა, რომ თქვენ კვლავ ღირსეულად განაგრძობთ სამსახურს. “
19 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს აღნიშნავს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციელის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების შედეგად შექმნილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართება.





