ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვართან იმყოფება, მაგრამ უკრაინაში ვერ შედის

10 სექტემბერი, 2017 • 3891
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვართან იმყოფება, მაგრამ უკრაინაში ვერ შედის

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვართან იმყოფება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ, ხოლო საზღვრი ჩაკეტელია.

“რუსთავი 2”-ის კადრებში ჩანს, რომ მესაზღვრეები საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად ტერიტორიის დანაღმვას ასახელებენ, რასაც სააკაშვილმა განაცხადა “რა კომენტარი უნდა გააკეთო ამ იდიოტიზმზე?.

მიხეილ სააკაშვილმა დღის განმავლობაში არაერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა ჩასულიყო უკრაინაში. თავდაპირველად იგი კრაკოვეცის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უნდა შესულიყო უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა გადაწყვეტილება, როგორც თავად განაცხადა, შესაძლო პროვოკაციის გამო შეცვალა და უკრაინაში გამგზავრება მატარებლით გადაწყვიტა. პოლონეთიდან მიმავალი მატარებელი უკრაინამდე არ ჩასულა, რადგან უკრაინის მხარემ, განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებდნენ მატარებელს, თუ სააკაშვილი მას არ დატოვებდა. მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მიმართულებით, როგორც “რუსთავი 2″აცხადებს, შეგინის სასაზღვრო პუნქტიდან წამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებიან.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი