ახალი ამბები

კანცელარიის წინ ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მშვიდობიანად დასრულდა [ფოტო]

18 მაისი, 2013 •
კანცელარიის წინ ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მშვიდობიანად დასრულდა [ფოტო]

მთავრობის კანცელარიის წინ “ეროვნული ფრონტის”  წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც  აპროტესტებდნენ რამდენიმე მეტრში მიმდინარე აქციას. მათგან მოშორებით კი ადამიანთა ჯგუფი აპროტესტებდა გუშინ, 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირებისა და მათი მიმდევრების მიერ ლგბტ აქტივისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობას.

აქციაზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, რომელიც შეუთანხმდა ორივე აქციის ორგანიზატორს, რომ ერთმანეთს არ მიუახლოვდებიან და დაიცავენ დისტანციას. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ათეულობით პოლიციელი. ძალადობის წინააღმდეგ  ნიდერლანდების სამეფოს ელჩი შეუერთდა. 

აქციაზე რამდენჯერმე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი