ახალი ამბები

კანადაში კომუნიზმის მსხევრპლთა მემორიალის ასაშენებლად საქართველო 20 325 აშშ დოლარს გადაიხდის

8 სექტემბერი, 2017 • 2272
კანადაში კომუნიზმის მსხევრპლთა მემორიალის ასაშენებლად საქართველო 20 325 აშშ დოლარს გადაიხდის

კანადაში, ქალაქ ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის მშენებლობისთვის საქართველო 20 325 აშშ დოლარს გადაიხდის. თანხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური გნაკარგულების საფუძველზე საგარეო საქმეთა სამინისტროს 22 აგვისტოს გამოუყო.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განხადებაშია ნათქვამი, “თავისუფლების მემორიალის” პროექტის ავტორებს, კანადა-პოლონეთის კონგრესის თავმჯდომარეს და კანადის პოლონური დიასპორის ხელმძღანელს კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარძე შეხვდა. მემორიალი იმ ქვეყნებს ეძღვნება, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი იყვნენ.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მემორიალის აგება ოტავაში იგეგმება, დაფინანსების ნაწილს კანადის მთავრობა უზრუნველყოფს. ორგანიზატორებმა  პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

მემორიალის დიზაინისთვის კონკურსი იყო გამოცხადებული. გამარჯვებული პროექტის შესახებ ინფორმაცია CBC ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი