ახალი ამბები

კანცელარიასთან ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღდეგო აქცია იმართება

18 მაისი, 2013 •
კანცელარიასთან ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღდეგო აქცია იმართება

მთავრობის კანცელარიის წინ “ეროვნული ფრონტის” 10–ზე მეტი წარმომადგენელია შეკრებილი, მათ ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებებით და აპროტესტებენ რამდენიმე მეტრში მიმდინარე აქციას.

 

მათგან მოშორებით კი ადამიანთა ჯგუფი აპროტესტებს გუშინ, 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირებისა და მათი მიმდევრების მიერ ლგბტ აქტივისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობას.

 

აქციაზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, რომელიც შეუთანხმდა ორივე აქციის ორგანიზატორს, რომ ერთმანეთს არ მიუახლოვდებიან და დაიცავენ დისტანციას. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება ათეულობით პოლიციელი.

 

ძალადობის წინააღმდეგ აქციას რამდენიმე წუთის წინ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი შეუერთდა, თუმცა მედიისთვის კომენატრი ჯერ არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი