საქსტატით წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3%-ით ნაკლებია.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მ.ილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 % -ით ნაკლებია.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2014-2017 წლებში კვარტალურ ჭრილში.
II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 36.6 %-ით, მეორე ადგილზე – ნიდერლანდები 12.4 %-ით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი – 11.3 %-ით.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6 %-ია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 70.0 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29.3 მილიონი აშშ დოლარით.