ერთმანეთში საუბრის დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა “დაცვის უფროსის მოადგილე” ახსენა, რომელიც “კრიმინალურის უფროსი… გახდა”– “დაცვის უფროსის მოადგილე როა, აალაგეო,”–ამბობს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
ჩვენს შეკითხვაზე, ჯებირები გაიხსნა თუ გაარღვიეს, პოლიციის თანამშრომელი პასუხობს, რომ გაიხსნა. იმ დროისათვის პოლიციის კორდონი კონტრმომიტინგეებს გადალახული ჰქონდათ, ხოლო ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს – პუშკინის სკვერი უკვე დატოვებული.
შემდეგ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აცლიან პოლიციელები კონტრმომიტინგეებს დამცავი ჯებირების გარღვევას იმ მიმართულებით, სადაც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილი.