ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ყოველთვის სუსტის და დაუცველის მხარეს ვიქნები

17 მაისი, 2013 •
სალომე ზურაბიშვილი: ყოველთვის სუსტის და დაუცველის მხარეს ვიქნები

“ეს რაც მოხდა, არის პროვოკაცია… მიმართული გარეთ დისკრედიტაციაზე, შიგნით დემორალიზაციისაკენ…. პროვოკაციას ვეძახი და პროვოკატორებს იმათ, ვინც არაფრიდან საქმე გახადეს და მერე დიდი მონდომებით ერთ პატარა ჯგუფს დაერვივნენ… ყოველთვის სუსტის და დაუცველის მხარეს ვიქნები … ყოველთვის უსამართლობის და ტყუილის წინააღმდეგ …. და ბოლო კითხვა მაქვს იმათთვის, ვინც დღეს ასე “ვაჟკაცურად იბრძოდნენ”, სად იყვნენ, როცა ხან რუსების და ხან სააკაშვილის ძალადობა ამ ქვეყანაში ბოგინობდა? და მართლა ასე გაგვიგია საქართველოში სასულიერო პირების ვალდებულებები საზოგადოების და მასში მყოფ ადმიანების მიმართ? და ამაში “სულიერი” რა იყო ან სინდისიერი… ეს უფრო დიდი დარღვევად მიმაჩნია ზნეობის, ვიდრე ის, რასაც ეგ სხვა ორიენტაციის ადამიანები თავის თავს უკეთებდნენ!”, -წერს ზურაბიშვილი. 


დღეს, 17 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქცია–ფლეშმობი ჩაიშალა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და უფლებადამცველის მიერ დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქცია კონტრდემონსტრანტებმა ჩაშალეს. კონტრდემონსტრაციაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი