ახალი ამბები

ივანიშვილი: ძალადობა არ იქნება შეწყნარებული

17 მაისი, 2013 •
ივანიშვილი: ძალადობა არ იქნება შეწყნარებული

“უფლება, რომ შეიკრიბოს მშვიდობიანად  და  თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი,  ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტია.  საქართველოს თითოეული მოქალაქე თანაბრად და სრულად სარგებლობს ამ უფლებით. ძალადობის, სხვისი უფლებების შეზღუდვის და დისკრიმინაციის ფაქტები  არ იქნება შეწყნარებული და ყველა დამრღვევი  დაისჯება  კანონის შესაბამისად”– ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

 

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის 2000 თანამშრომელი იყო მობილიზებული ლგბტ წარმომადგენლებსა და მათ საწინააღმდეგოდ შეკრებილებს შორის შეტაკების პრევენციისათვის. 

 

“თუმცა პოლიციის თანამშრომლები რაოდენობით დაჯაბნა რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა, რომელთა  ზოგიერთმა წარმომადგენელმა ძალადობას მიმართა, გაარღვია პოლიციის კორდონი და სცადა ფიზიკურ შეურაცხყოფა მიეყენებინა ლგბტ წარმომადგენლებისთვის. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის სპეცრაზმელებმა ისინი ალტერნატიულ ადგილზე გადაიყვანეს”–ნათქვამია განცხადებაში.

 

ტექსტი მთავრობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  ინგლისურ ენაზე გავრცელდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი