საგანგებო სიტუაციების მართვის საანგეტოს ინფორმაციით, თელავში, ვენახების მიმდებარედ, ცეცხლი მინდორში გაჩნდა. სააგენტოს ცნობით, ხანძრის შედეგად 1 ჰა ფართობზე დაიწვა ბალახი და ვენახის ერთი რიგის ძალიან მცირე ნაწილი „შეიტრუსა“.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ფაქტობრივად, სრულად გადარჩა ვენახი. მათი ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუსაობდა, ხოლო ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *