საგურამო-ნავდარაანთკარის საავტომობილო გზის ორივე მხარეს ცეცხლი ბალახს უკიდია. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.

სააგენტოს განცხადებით, უცნობია, კერძო პირმა წაუკიდა ბალახს ცეცხლი, თუ ვინმეს დაუდევრობით შედეგად გაჩნდა. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო ეკიპაჟებიც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *