ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ორგანიზაციის პოზიცია დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სწორედ ამ განცხადებაში იქნება დაფიქსირებული.
ვაჭარაძის ინფორმაციით, ყველა ის ადამიანი, ვინც ანტიჰომოფობიურ აქციაში მონაწილეობას აპირებდა, ამჟამად თავს კარგად გრძნობს და დაზიანებები არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში დაგეგმილი აქცია–ფლეშმობი ჩაიშალა. მათ ამის საშუალება კონტრდემონსტრანტებმა არ მისცეს.