“ცოცხლები ვართ ის 21 ადამიანი, ვინც ყვითელი მიკრიავტობუსით გაგვიყვანეს. თუმცა, ერთ-ერთ ჩვენგანს თავი აქვს გატეხილი, მეორეს ფეხი კინაღამ მოტეხეს, დანარჩენებს ნაკაწრები, “სინიაკები” გვაქვს მთელ სხეულზე და შემოხეული ტანსაცმელი. მე პირადად თმები დამაწიწკნეს და თავში მუშტები მირტყეს. მთელ სხეულზე დაჟეჟილობები ნაკაწრები და ნაკაწრები. დანარჩენი რაც მოხდა, კი იცით.
ცოცხლები ვართ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრების და პოლიციელი ზურა რუხაძის დამსახურებით. რაც შეეხება შსს-ს და პოლიციას, მათ არ შეასრულეს თავისი დაპირებები და ლამის სასიკვდილოთ გაგვწირეს. ამის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ”, – წერს მარიამ გაგოშაშვილი.