ახალი ამბები

ელტონ ჯონის ბენდის წევრმა ოპერაცია გაიკეთა – საქართველოში კონცერტის თარიღი ჯერჯერობით უცვლელია

5 სექტემბერი, 2017 • 2011
ელტონ ჯონის ბენდის წევრმა ოპერაცია გაიკეთა – საქართველოში კონცერტის თარიღი ჯერჯერობით უცვლელია

ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორები საქართველოში აცხადებენ, რომ მომღერლის ბენდის შეუცვლელმა წევრმა დევიდ ჯონსონმა ხელის მტევნის ოპერაცია გაიკეთა და ახლა გადის სარეაბილიტაციო პერიოდს.

“საქართველოს ბანკის” წარმომადგენელმა სოფო ბალავაძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ელტონ ჯონის კონცერტის თარიღი არ შეცვლილა და ეს საკითხი არც განიხილება, თუმცა მათი პასუხის მოლოდინის რეჟიმში არიან.

2017 წლის 16 სექტემბერს ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტს გამართავს. კონცერტი საქართველოს ბანკისა და Eastern Promotion-ის ორგანიზებით Black Sea Arena-ზე გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორები SOLO  და “ისთერნ ფრომოუშენსი” არიან.

ელტონ ჯონი ბრიტანელი მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორია. მან მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ელტონ ჯონი 5 გრემის, ერთი ოსკარის, ოქროს გლობუსის და არაერთი სხვა მუსიკალური ჯილდოს მფლობელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი