ვიცე-პრემიერი პატრიარქის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის კონკრეტული დემონტრაციის და კონკრეტული ამბის შეფასება:
“ბუნებრივია, ერთი ჯგუფისთვის მეორე ჯგუფის პოზიცია მიუღებელია, მაგრამ ეს სხვა თემაა. აქ იქნება სხვადასხვა ტიპის შეფასებები, მაგრამ ჩარჩო, სადაც ეს მოვლენები განვითარდება, რომელსაც იცავს სახელმწიფო, ეს არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი პოზიციის გამოხატვა, რომელიც ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მთავრობის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, 33 საკითხი განიხილება.
