“ეს საკითხი მოლაპარაკებების საგანია და ჯერ კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. გვაქვს აბსოლიტურად პარტნიორული დამოკიდებულება ყველა ინვესტორთან, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში. გვაქვს ჩვენი მოთხოვნები. თბილისის აეროპორტი არის სტრატეგიული ობიექტი, ჩვენთვის არ არის სულერთი, რა მიმართულებით განვითარდება” – განაცახდა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2012 წლის დაიწყო, რისთვისაც 65 მილიონის ინვესტირება იყო დაგეგმილი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ასაფრენი ბილიკის მშენებლობა შეჩერდა.
65 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების სანაცვლოდ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია “ტავ ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულება მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით “ტავ ჯორჯიასა” და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის გაფორმდა.
თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15–წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, „ტავ და ურბანმა“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.