ახალი ამბები

ხანძარი ყვარელში ლოკალიზებულია, თელავსა და თუშეთში კი კვლავ ებრძვიან

3 სექტემბერი, 2017 • 1829
ხანძარი ყვარელში ლოკალიზებულია, თელავსა და თუშეთში კი კვლავ ებრძვიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

სააგენტოს ცნობით, მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, მათ შორის, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გვაცნობეს, მეორე დღეა ათეულობით მეხანძრე–მაშველია ჩართული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან და მთა–თუშეთის სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

სააგენტოს ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ორივე ადგილზე ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია – საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი