“უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, დაკავებულის ვინაობას არ ვასახელებთ. დაცვის კამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ შემოიპარა ეჭვმიტანილი გამთენიისას “ინფო9“-ის ოფისში და როგორ გააჩინა ხანძარი. ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შსს ხვალ გაავრცელებს. დღეს, გამთენიისას, “ინფო 9″-ის ოფისში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა კამერების და სხვა ტექნიკის ნაწილი გაანადგურა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა”, – აცხადებს “ინფო 9”.
“ნეტგაზეთს” დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ, 15 მაისს ჰქონდა, თუმცა საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელმა მანანა ელიაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ფაქტის გადამოწმებას დაგვპირდა, თუმცა ინფორმაცია მას შემდეგ არ მოუწოდებია.