ახალი ამბები

შსს: 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის 38 ფაქტი გამოვლინდა

2 სექტემბერი, 2017 • 1455
შსს: 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის 38 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასმცხე-ჯავახეთის რეგიონში 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 38 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულების ავტომანქანებიდან ამოიღეს, ახალქალაქში – უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში – უკანონოდ გაჩეხილი, ნაძვის ჯიშის მრგვალი მორები, ახალციხესა და ბორჯომში კი, ადგილობრივების კუთვნილი სახერხი საამქროებიდან, უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი