ახალი ამბები

ადვოკატი: ხვედელიძე მარტო მოქმედებდა, როდესაც კადრები გაავრცელა

15 მაისი, 2013 •
ადვოკატი: ხვედელიძე მარტო მოქმედებდა, როდესაც კადრები გაავრცელა

ადვოკატი ამბობს, რომ ხვედელიძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამასთან, ის დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, მძიმე კატეგორიის დანაშაულს არ განეკუთვნება. შესაბამისად, ადვოკატი ფიქრობს, რომ შეძლებს დაუმტკიცოს მოსამართლეს მისი შუამდგლომლობის მართებულობა.

 

როგორც ირკვევა, პროკურატურა ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით მის დაპატიმრებას მოითხოვს.

 

გელა ხვედელიძე
გელა ხვედელიძე

ადვოკატის თქმით, ხვედელიძე მარტო მოქმედებდა, როდესაც კერძო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა და მისი განმარტებით, მას თანამზრახველები არ ჰყოლია.

 

ასევე, ადვოკატის განცხადებით, გელა ხვედელიძეს აღნიშნული კადრები პირადი შურისძიების მოტივით არ გაუვრცელებია: “მოტივი არ არსებობს,”- ამბობს ის.

 

თავად ხვედელიძე საკუთარი გადაწყვეტილებით სასამართლოს არ ესწრება. მოსამართლე ზვიად ესებუას განცხადებით, ხვდელიძემ სასამართლო ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.

 

სასამართლო პროცესს გელა ხვედელიძის ძმა – გიორგი ხვედელიძე ესწრება, თუმცა მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი