ავტორი: მანანა ქველიაშვილი
დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს კლავს. ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს.
თაქბირი, ალაჰის განდიდების ლოცვა დღეს ბათუმის ორ მეჩეთში – ორთა ჯამეში და ახალ მეჩეთში წაიკითხეს.