გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა შველი ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე,  ხელვაჩაურში მოქალაქის მიერ ნაპოვნი შველი ნახეს. როგორც დეპარტამენტი აცხადებს, ცხოველს გარეგნულად დაზიანება არ აღენიშნებოდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, ომ თანამშრომლებმა შველი მაჭახელას ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს.

აჭარაში ნაპოვნი შველი. ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *