ახალი ამბები

საბურთალოზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

30 აგვისტო, 2017 • 1840
საბურთალოზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

დღეს, 30 აგვისტოს, საბურთალოს ქუჩაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ცნობით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ საბურთალოს ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის მილი აფეთქდა.

შსს-ს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი