ახალი ამბები

ხანძარი რუისპირში – დამწვარია ბალახი, ხოლო ვაზი უმნიშვნელოდ დაზიანდა

30 აგვისტო, 2017 • 2366
ხანძარი რუისპირში – დამწვარია ბალახი, ხოლო ვაზი უმნიშვნელოდ დაზიანდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად 1 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა.

როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, იყო იმის საშიშროება, რომ ხანძარი ვენახებშიც გავრცელებულიყო, რადგან ცეცხლი თითქმის ნარგავებამდე იყო მისული, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული მუშაობის შედეგად ხანძრის ლოკალიზება მანამდე მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დამწვარია ბალახი, ხოლო ვაზი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი