ახალი ამბები

მარგველაშვილი ავღანეთის მისიას მხარს უჭერს

13 მაისი, 2013 • • 887
მარგველაშვილი ავღანეთის მისიას მხარს უჭერს

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ კითხვაში” განაცხადა.

 

“ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობის გამო მე სააკაშვილი არასდროს არ გამიკრიტიკებია, მაგრამ კონკრეტული რაოდენობა ალბათ უფრო თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა. ის, რომ ჩვენ ვართ ასეთი სერიოზული პროცესის ნაწილი, მე ვფიქრობ, რომ ბევრ კონტექსტში წარმოგვაჩენს ქვეყანას, მცირე ერს, რომელიც პასუხისმგებლობა აქვს აღებული მსოფლიო მასშტაბით. ამ პროგრამაში მონაწილეობა წარმოგვაჩენს ერს, რომელიც არის პასუხისმგებლიანი ნაწილი თანამედროვე მსოფლიო თანამეგობრობის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი