ახალი ამბები

ახალციხეში ტყე იწვის

28 აგვისტო, 2017 • 1617
ახალციხეში ტყე იწვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის ტყის მასივს ხანძარი გაუჩნდა.

შს მინისტრის თქმით, დამწვარია ნახევარ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია. მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობაში დილიდან ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენიც.

“ხანძრის კერა არის, მაგრამ დიდ ფართობზე არ არის. ამ ეტაპზე საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ არის. ადგილი არის საკმაოდ მიუვალი, კლდოვანი, ტექნიკას უჭირს მიახლოება, მაგრამ მიუხედავად ამისა, დილით, როგორც კი გათენდება, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ავიაციაც. ვერტმფრენი იქნება ადგილზე, ასევე გამოძახებული გვყავს ცოცხალი ძალა 200 ადამიანის შემადგენლობით. ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერი არ არის, ხანძრის გავრცელების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრის თქმით,  ხანძრის კერა შორს არის დასახლებული პუნქტიდან და გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი