ახალი ამბები

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ალტერნატიული აქცია გაიმართება

13 მაისი, 2013 •
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ალტერნატიული აქცია გაიმართება

“ეს არის ღირსების დაცვის დღე. დღეს გავაკეთებთ განცხადებას, რომ 17 მაისს, იმ დროს, როდესაც ლგბტ ჯგუფების აქცია გაიმართება, ვინც საჭესთან იჯდება, საყვირები ჩართონ და ასეთი სახით გამოხატონ პროტესტი ამ აქციის წინააღმდეგ,”- ამბობს გიორგი გაბედავა. 


17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, “იდენტობა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”,  სხვა უფლებადამცველბთან ერთად თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია–ფლეშმობს გამართავენ. ცისარტყელას ფერებში ჩაცმული აქციის მონაწილეები საქართველოში ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტებს გააპროტესტებენ.

მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რომელსაც ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა წარმოადგენს, აცხადებს, რომ 17 მაისს თბილისში ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერი აქციის გამართვას არ დაუშვებს.

 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი