ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, 27 აგვისტოს მომხდარი ქარიშხალი ტეხასის ისტორიაში ყველაზე დიდია – ამის შესახებ ოფიციალური პირების განცხადებას BBC ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერზე ქარიშხალს “ისტორიულს” და “უპრეცედენტოს” უწოდებს.
“ისტორიული რაოდენობის ნალექი ჰიუსტონსა და მთლიანად ტეხასში. უპრეცედენტო წყალდიდობაა და წვიმა კვლავ გრძელდება. ადამიანების შემართება განსაცვიფრებელია. გმადლობთ!” – წერს ტრამპი.
HISTORIC rainfall in Houston, and all over Texas. Floods are unprecedented, and more rain coming. Spirit of the people is incredible.Thanks!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 27, 2017
ქარიშხლის შედეგად 5 ადამიანია გარდაცვლილი. ქარიშხლისგან დაზარალებულები სახლების სახურავებიდან ვერტმფრენებით გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილებზე. BBC-ის ინფორმაციითვე, ქალაქ ჰიუსტონში, რომელიც სიდიდით აშშ-ის მეოთხე ქალაქია, მაშველებმა 2 000-მდე ადამიანი გადაარჩინეს. CNN-ის პროგნოზის თანახმად, წვიმა მომდევნო 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
Hurricane #Harvey is the strongest hurricane to hit the US in a decade. These are sights from the day after the Cat 4 storm made landfall. pic.twitter.com/rBjzjg8nlB — CNN Weather Center (@CNNweather) August 28, 2017
ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.







