ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატია

11 მაისი, 2013 • • 914
გიორგი მარგველაშვილი  კოალიცია “ქართული ოცნების”  საპრეზიდენტო კანდიდატია

ამის შესახებ დღეს, 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.  პრეზიდენტობის კანდიდატი  პრემიერ–მინისტრმა და მთავრობის წევრებმა დაუსახელეს საზოგადოებას. 

 

“ერთსულოვნება არის მთელ გუნდში, შესაბამისად, სხვა კანდიდატების განხილვის აუცილებლობა არ დამდგარა და არც განგვიხილავს. თუ ერთხმად ყველა მხარს უჭერს, სხვაზე რაღატო უნდა ილაპარაკო? სხვა კანდიდატების განხილვა არ შემდგარა. ირაკლი ალასანიას აქვს ძალიან კარგი დავალება, მას აქვს ძალიან კარგი თანამდებობა, ძალიან ძლიერ სამინისტროს ხელმძღვანელობს, ბევრი ამოცანები აქვს, ბევრი სამუშაო ირაკლის და იქ გაართმევს თავს, ჩემი აზრით. სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩვენი გუნდის წევრი, თუმცა მას ჰქონდა და აქვს მცდელობა, მე მას შევხვდი დღესაც და ადრეც, მრავალჯერ განმიცხადებია და დღესაც შემიძლია გავიმეორო, დიდი სურვილია ჩემი, რაღაც მესამე ცენტრი,  კოალიციის გარეთ ოპოზიცია ჩამოყალიბდეს”.– განაცხადა ივანიშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსბჭოს სხდომა გაიმართა, მოგვიანებით კი პრემიერ–მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. ორივე შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატის თემას განიხილავდნენ.  შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  განათლებისა და მეცნიერების მინიტრის თანამდებობას იკავებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი