ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: ცუდია, თუ ვინმე 17 მაისის აქციისთვის ხელის შეშლას გეგმავს

10 მაისი, 2013 • • 1304
მაია ფანჯიკიძე: ცუდია, თუ ვინმე 17 მაისის აქციისთვის ხელის შეშლას გეგმავს

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

“ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ნება და აქ არც კანის ფერს, არც რელიგიურ მრწამსს და [სექსუალურ] ორიენტაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა მინისტრმა “ნეტგაზეთთან” საუბარში. კითხვას, უნდა დაიცვას თუ არა სახელმწიფომ იმ ადამიანების უფლებები, ვინც 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვას აპირებენ, ფანჯიკიძე დადებითად პასუხობს. მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა მოქალაქის უფლება უნდა დაიცვას.


შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, “იდენტობა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”,  სხვა უფლებადამცველბთან ერთად თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია–ფლეშმობს გამართავენ. ცისარტყელას ფერებში ჩაცმული აქციის მონაწილეები საქართველოში ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტებს გააპროტესტებენ.

ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელსაც ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა წარმოადგენს, აცხადებს, რომ 17 მაისს თბილისში ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერი აქციის გამართვას არ დაუშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი