“შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2900 ცალი უნიფორმაზე სატარებელი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის შეძენის შესახებ ტენდერი 7 მაისს გამოაცხადა. აღნიშნული ვიდეოკამერები გათვალისწინებულია საპატრულო ეკიპაჟებისა და პატრულ-ინსპექტორებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ვიდეოკამერების შეძენის ტენდერი ღიად და გამჭვირვალედ ტარდება. პატრულ-ინსპექტორების კამერებით აღჭურვის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება, ხოლო მედიისთვის პრეზენტაცია ჩატარდება.
მუშაობის ეს მეთოდი წლების განმავლობაში აპრობირებულია აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.
აღნიშნული სიახლე ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს მოქალაქისა და პატრულის ურთიერთობას, ვინაიდან კამერების ჩანაწერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ორივე მხარისათვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.”
