ახალი ამბები

ხანძრიდან მეექვსე დღეს ბორჯომის ხეობაში გაწვიმდა [ვიდეო]

26 აგვისტო, 2017 • 13202
ხანძრიდან მეექვსე დღეს ბორჯომის ხეობაში გაწვიმდა [ვიდეო]

26 აგვისტოს, ხანძრიდან მეექვსე დღეს, ბორჯომის ხეობაში გაწვიმდა. 01:00 საათისთვის სტიქიის ზონაში საკმაოდ ძლიერი წვიმა და ელჭექი იყო, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. 03:00 საათისთვის ბორჯომში წვიმამ უკვე გადაიღო.

25 აგვისტოს, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ფაქტობრივად უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა შტაბი კვლავ მუშაობდა, რადგან ცალკეული წერტილოვანი კერების გაჩენის საფრთხე კვლავ არსებობდა.

20 აგვისტოს, დაახლოებთ 14:30 საათზე, სოფელ დაბაში მთის ერთ ფერდობზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე დიდ ფართობზე გავრცელდა და რამდენიმე დღეში ცეცხლის კერები წაღვერის ტყეშიც გაჩნდა. საგანგებოდ შექმნილი შტაბის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ბორჯომის ხეობაში 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია იყოს დამწვარი.

ხანძრის ჩაქრობას ათასობით ადამიანი ცდილობდა, მათ შორის: მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, შსს-ს სპეციალური დანაყოფები, ჯარისკაცები და მოხალისეები. ვერტმფრენებით, სპეცტექნიკითა და ცოცხალი ძალით საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსიც დაეხმარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი