საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 26 აგვისტოს ახალციხის სოფელ ურაველში ბალახს ცეცხლი მოეკიდა.
სააგენტოს ცნობით, ცეცხლმოკიდებული ტერიტორიის ფართობი 1,5 ჰექტარია, ხანძარი ამჟამად [14:40] ლოკალიზებულია და ახლოდებარე ტყეს არ გადასდებია.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების 4 ჯგუფი, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციისთვის მუშაობენ.