ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 744 655 კგ სასურსათო კვერცხი შემოწმდა

8 მაისი, 2013 • • 1435
შემოსავლების სამსახური: საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 744 655 კგ სასურსათო კვერცხი შემოწმდა
“ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კვერცხის იმპორტთან, ასევე აღნიშნული პროდუქტის ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით გამოთქმულ არაერთგვაროვან მოსაზრებებთან დაკავშირებით სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს: ეევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, მონიტორინგის გეგმის დამტკიცების შემდეგ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შემოსავლების სამსახურის  საბაჟო დეპარტამენტის ვეტერინარების მიერ   სხვადასხვა ქვეყნიდან (თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ირანი) 744655 კგ სასურსათო კვერცხის  29 სასაქონლო  პარტიის  შემოწმება განხორციელდა. 28 სასაქონლო პარტიას გააჩნდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის  ნებართვა,” – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 
 
 

კვერცხი
კვერცხი
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ყველა სასაქონლო პარტიების მიმართ განხორციელდა ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის  შემდეგი პროცედურები: დოკუმენტური შემოწმება, იდენტურობის შემოწმება, ფიზიკური შემოწმება და ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ნიმუშების აღება. ნიმუშები შემდგომი კვლევის მიზნით გაიგზავნა აკრედიტირებულ ლაბორატორიებში. ეს ლაბორატორიებია: შპს “ეტალონი”  და ,, სსიპ ტესტირების და სერტიფიკაციის ცენტრი’’.
 
 
განხორციელებული პროცედურების თანახმად დადგინდა, რომ 28 სასაქონლო პარტია შეესაბამებოდა საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში, ხოლო ერთ სასაქონლო პარტიაზე იმპორტიორმა ვერ წარმოადგინა იმპორტის ნებართვა და 22280 კგ სასურსათო კვერცხი გაბრუნდა ექსპორტიორ ქვეყანაში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ ყველა შეთხვევაზე ხორციელდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები.
 
 
 
შემოსავლების სამსახური ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის’’, ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა’’ და საქართველოს მთავრობის N426-N430 დადგენილებების თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახორციელებს სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო  კონტროლს. 
სასურსათო კვერცხის იმპორტის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვეტერინარი სპეციალისტების მიერ ხორციელდება: ა) დოკუმენტური შემოწმება; ბ) იდენტურობის შემოწმება; გ) ფიზიკური შემოწმება (რომელიც აგრეთვე მოიცავს ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას).
 
 
შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ დოკუმენტური შემოწმება ითვალისწინებს – ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის და სურსათის ეროვნული სააგენტოს, ან შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ასევე წარმოშობის სერტიფიკატის, შესყიდვის დოკუმენტის (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის და ა.შ შემოწმებას და მოცემული მონაცემების ურთიერთშესაბამისობის დადგენას. 
 
 
 
იდენტურობის შემოწმება ითვალისწინებს – სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის მთლიანობის შემოწმებას, მასზე დატანილი ნომრის (ან კოდის) ვეტერინარული სერტიფიკატის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან შესაბამისობის დადგენას, საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და საწარმოს იდენტიფიკაციისათვის საჭირო შტამპების, ოფიციალური აღნიშვნების არსებობის დადგენას და ამ მონაცემების ვეტერინარულ სერტიფიკატში ან სხვა დოკუმენტებში აღნიშნულ ინფორმაციასთან შესაბამისობის დადგენას, ასევე შეფუთვებზე საქონლისათვის სპეციალური მარკირების შემოწმებას და საქონლის ფაქტობრივი წონის შედარებას ვეტერინარულ სერტიფიკატში ან/და სხვა დოკუმენტებში მითითებულ წონასთან;
 
 
ფიზიკურ შემოწმება ითვალისწინებს –ფიზიკურ, ქიმიურ ტესტირებას, ორგანოლეპტიკურ შემოწმებას (სუნი, ფერი, სიმკვრივე და ა.შ.) მათ შორის, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმებას; დაავადების, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას.
იმპორტისთვის განკუთვნილი სასურსათო კვერცხის ყველა სასაქონლო პარტიიდან ვეტერინარი ახორციელებს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშის აღებას და უზრუნველყოფს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში მის გაგზავნას. 
 
 
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კვლევა ხორციელდება შემდგომ  პარამატრებზე: ფიზიკო -ქიმიური მაჩვენებლები (1 კვერცხის მასა, 10 კვერცხის მასა, საჰაერო კამერის სიმაღლე), ტოქსიკური ელემენტები (ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, თუთია), რადიონუკლიდები (ცეზიუმი – 137; სტრონციუმი -90), მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები (მეზოფილური აერობები და ფაკულტატურული ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა 1.0 გრ პროდუქტში; კოლიფორმები 0.01 გრ. პროდუქტში; პათოგენური მიკროორგანიზმები( მათ შორის სალმონელა 25 გრ. პროდუქტში), ანტიბიოტიკები (ლევომიცეტინი, ტეტრაციკლინის ჯგუფი, სტრეპტომიცინი, პენიცილინი). პესტიციდები: ჰექსაქლორციკლოჰექსანი და მისი იზომერები, დდტ და მისი მეტაბოლიტები. ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად საქონლის მიმართ ხორციელდება: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. ბ) უკან გაბრუნება ან განადგურება.  საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ლაბორატორიის დასკვნამდე ჩერდება საბაჟო გამშვებ პუნქტზე, პირობითად განსაზღვრულ საკარანტინო სადგომზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი