ახალი ამბები

გიორგი ქადაგიძე: ბანკების სარეკლამო კამპანიამ მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს

8 მაისი, 2013 • • 1150
გიორგი ქადაგიძე: ბანკების სარეკლამო კამპანიამ მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ამ საკითხზე ბანკებს გასულ კვირას შეხვდა: ” ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმ ბანკებთან წინა კვირას, ვინც ეწევა საცალო სეგმენტის დაკრედიტებას. შევთანხმდით, რომ შევიმუშაოთ უფრო მკაცრი სტანდარტები იმისთვის, რომ არც ერთმა სარეკლამო კამპანიამ არ შეიყვანოს შეცდომაში მომხმარებელი.” 

 

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, დაუშვებელია ისეთი რეკლამის მიწოდება საჯარო არხების მეშვეობით, რომლიც ან არასრულ ინფორმაციას აწვდის, ან შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი:”ამ მიმართულბით ნამდვილად გვაქვს სამუშაო. ნებისმიერ სარეკლამო დროს უნდა იყოს ახსნილი ყველა ის ხარჯი, რომელიც არის, საბოლოო ჯამში, ტვირთი მსესხებლისთვის. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ყველა ბანკმა თანაბრად ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამჟღავნება უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომხმარებელისთვის შედარებადი იყოს ყველა ბანკის პროდუქტი. მომხმარებელს არ უნდა უწევდეს მხოლოდ ბანკში მისვლის დღეს დეტალურად  გაეცნოს ხელშეკრულებას. აქვე მინდა მოვუწოდო ყველა მომხმარებელს, გაეცნონ ხელშეკრულებას ხელმოწერამდე და ყველა პირობა გაიაზრონ.”

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებიათ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მხოლოდ რეგისტრაციას ექვემდებარებიან და ცოტა პროდუქტი გამოაქვთ ბაზარზე:”თუმცა აქაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით უნდა შევიმუშავოთ საკანონმდებლო ცვლილებები. ეს არ არის ხანგრძლივი პროცესი და ამ მუშაობის შედეგი სახეზე გვექნება” – განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

 

 

 

 

    

მასალების გადაბეჭდვის წესი