საპროტესტო აქცია 2013 წლის 3 მაისს ინტერნეტით  გავრცელებული  30- წუთიანი უკანონო ფარული ვიდეო ჩანაწერის გამო დაგეგმეს.  ვიდეოკადრებზე სამი ადამიანის  სქესობრივი ცხოვრებაა ასახული.  ვიდეო ერთ-ერთ  ინტერნეტ გვერდზე იყო  ღიად განთავსებული.


აქციის მონაწილეები დღეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ითხოვდნენ, როცა პარლამენტთან ათამდე პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს შეუარაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისინი გაიძახოდნენ, ამ რელიგიურ დღეს ჰომოსექსუალებს იცავთო.


– “გვესმის, რომ ეს აქცია ვერ აღმოფხვრის საქართველოში ჰომოფობიის პრობლემას, ვერც სექსუალობაზე ტაბუს დაძლევს და ვერც დამატებით ინსტრუმენტებს შეიმუშავებს, რომელიც ხელისუფლებას უფრო ქმედითი პრევენციული ნაბიჯების გადადგმას აიძულებდა.

მიუხედავად ამისა, აქციაში თქვენი მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ გაიგოს და გააცნობიეროს, რომ:

– მოქალაქეთა მცირე ნაწილი მაინც ემიჯნება სქესობრივი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარული და საჯარო გამოქვეყნების ამორალურ პრაქტიკას.

– ადამიანის პირადი ცხოვრება, მათ შორის სქესობრივი ცხოვრება, ხელშეუვალია, დაცულია კონსტიტუციით”, – წერს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი სალომე ბარკერი ფეისბუქზე. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *