მერაბ თარგამაძე, რკინიგზელთა პროფკავშირების წევრი, რომელიც რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე დღეა შიმშილობს, ცუდად გახდა.
სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძის ცნობით, შემთხვევის ადგილას სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
ამჟამად რკინიგზის დეპარტამენტთან პროფკავშირების 15 წევრი აგრძელებს შიმშილობას.
დეტალები რკინიგზაში მიმდინარე მოვლენების შესახებ იხილეთ აქ.