ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე დაგუბებული წყლის ფოტო ფეისბუკზე შექმნილმა გვერდმა თუშეთი-შენაქომ 22 აგვისტოს გაავრცელა.
ამ გვერდის ადმინისტრატორის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე წყალი გზის ჩამოშლის გამო დაგუბდა და 22 აგვისტოს საავტომობილო ნაწილზე გადმოვიდა. “ზამთარში ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე 300 000 კუბური მეტრის სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა და გზის სავალი ნაწილი დაფარა. ამან გამოიწვია სავალი გზის დატბორვა და წყლის დაგუბება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გვერდის ადმინისტრატორმა.
თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუშეთში ამჟამად ასვლა ორხიდიანი მანქანით შესაძლებელია. დეპარტამენტის ცნობით, ამ ტერიტორიაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაატარა – ივნისში საავტომობილო გზა გაწმინდეს და მიმოსვლა აღდგა.

დაზიანებული გზა. ფოტო: თუშეთი შენაქო
ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა გზის იგივე მონაკვეთი და მიმდებარე ტბა ორიოდ კვირის წინ:


