ახალი ამბები

საკრებულოს ძველი შენობის რეაბილიტაციას ადამიანი ემსხვერპლა

2 მაისი, 2013 • 4025
საკრებულოს ძველი შენობის რეაბილიტაციას ადამიანი ემსხვერპლა

“მუშა პროცესში ჩამოინგრა სარტყელი ბეტონის დასხმის დროს, ქვემოთ იმყოფებოდა სამი თუ ოთხი ადამიანი, სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაღუპულია, ორი ადამიანის ამოყვანა შევძელით”, – განაცხადა მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.


გიორგაძის განცხადებით, ზუსტი მიზეზები, თუ რამ გამოიწვია კონსტრუქციის ჩამონგრევა, ცნობილი არ არის, მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.


 თბილისის საკრებულოს შენობის რეაბილიტაციას ძველი თბილისის სარეაბილიტაციო ფონდი განახორციელებს.

 

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

მასალების გადაბეჭდვის წესი