სოფელი დაბის ტყის ფერდობზე ხანძრის კერების ლოკალიზებას ამ დროისთვის საქართველოდან 2 და აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი 1 ვერტმფრენი ცდილობს. მათ მოგვიანებით დაემატებათ ვერტმფრენი თურქეთიდან. ხანძრის ჩასაქრობად ბორჯომში უკვე მესამეა დღეა მუშაოაბენ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, თორნიკე გვაზავა ამბობს, რომ ამ დროისთვის სოფელ დაბაში უკვე 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი. გვაზავას თქმით, ინტენსიური სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ქარის გამო კონკრეტულ წერტილებში აალება ისევ ხდება, თუმცა მეხანძრეები მათ ლოკალიზებას მალევე ახერხებენ.
მუშაობა ვერტმფრენებით 22 აგვისტოს დილით, 06.30 საათზე განაახლეს, რადგან ღამის განმავლობაში ძლიერი კვამლის და ქარის გამო ფრენას ვერ ახერხებდნენ.