ახალი ამბები

იური ვაზაგაშვილი: ცუდია, რომ ახალი ხელისუფლება საზოგადოებასთან არ თანამშრომლობს [Video]

2 მაისი, 2013 • 1076
იური ვაზაგაშვილი: ცუდია, რომ ახალი ხელისუფლება საზოგადოებასთან არ თანამშრომლობს [Video]

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.


მაშინდელი გამოძიების ცნობით, ლიკვიდირებული იქნა ყაჩაღური ჯგუფი, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.


დღეს ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის ადგილზე მათი ლიკვიდაციიდან მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ მოქალაქეეები და ახალი ხელისუფლებას მოუწოდეს საქმის ეფექტურად გამოძიება, რათა საბოლოოდ გაირკვეს სიმართლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი