ახალი ამბები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო შტაბი შეიქმნა

21 აგვისტო, 2017 • 1851
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო შტაბი შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

მათივე ცნობით, შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

“საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი,”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი