ახალი ამბები

შსს–მ გურჯაანში სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრები დააკავა

2 მაისი, 2013 •
შსს–მ გურჯაანში სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრები დააკავა

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის  თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის  ორმა წევრმა კეთილსინდისიერად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეისწავლეს კონკრეტული ნაკვეთების ოდენობა და დაზიანების ხარისხი. ისინი პირადი გამორჩენის მიზნით თავის ახლობლებსა და ასევე სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს გაურიგდნენ და ზარალის კომპენსაციის თანხები არამიზნობრივად განკარგეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სსკ–ის 332 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

 

კახეთის სტიქიით დაზარალებული 28 500 ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 95 მილიონი ლარია გაცემული. გარდა ამისა, დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად საჭირო თანხა, რომელიც 5 მილიონ ლარს შეადგენს, ფონდმა “ქართუმ” გასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი