რამდენიმე დღის წინ დისნეიმ დააანონსა ახალი საერთაშორისო ფოტოკამპანია სახელწოდებით #DreamBigPrincess. პირველი ანიმაციური ფილმი პრინცესაზე დისნეიმ 1930-იან წლებში გადაიღო, იმის შემდეგ მსოფლიოს ბავშვები იზრდებიან დისნეის პრინცესების ანიმაციებზე, ეს ისტორიები ახდენენ მათზე გავლენას, ცვლიან მათ ცხოვრებას, დროის ცვლასთან და ახალ მოთხოვნებთან ერთად დისნეი ცდილობს პრინცესა, რომლის ამბავიც იქნება მოთხრობილი ანიმაციურ ფილმში, იყოს უფრო მეტად ძლიერი და დამოუკიდებელი. ფოტოკამპანიაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ არასოდეს შეიზღუდონ გოგონები ოცნებებში და იოცნებონ დიდ რამეებზე.
ფოტოპროექტის ფარგლებში დისნეიმ დაიქირავა 19 ცნობილი ქალი ფოტოგრაფი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.. მათ დაევალათ შთამაგონებელი ისტორიების მოძიება და ფოტოების გადაღება მთელ მსოფლიოში და ამ ისტორიების ადამიანებამდე მიტანა.
ფოტოკამპანიის მიზანი ასევე არის, რომ დაეხმაროს გაეროს ახალ პროექტს GirlUp , თითო ფოტოს გაზიარების დროს ჰეშთეგით DreamBigPrincess დისნეი ერთ დოლარს გადაურიცხავს გაეროს ახალ წამოწყებას, რომელიც ახალგაზრდა ქალების მოძლიერებას და მათში ლიდერული თვისებების აღმოჩენას ემსახურება.
ფოტოკამპანიაში ჩართვა შეეძლება ყველა მსურველს, ვინც გადაიღებს საინტერესო ფოტოს და მოყვება ისტორიას.
გაიგეთ პროექტის შესახებ უფრო მეტი აქ.
გრეისი

ფოტო: Kate Parker
თერთმეტი წლის ასაკში გრეისს ძვლების სიმსივნის უმძიმესი ფორმა დაუდგინდა, მაგრამ იგი დღემდე არ წყვეტს ოცნებას და აგრძელებს საყვარელ საქმიანობას – სირბილს.
ქეით პარკერი

როცა ქეითი ფიქრობდა, როგორ უნდა გადმოეცა შვილის ხასიათი, გადაწყვიტა ფიფქიას კაბა ჩაეცვა მისთვის და ტალახში ამოსვრილს გადაეღო.
ზაქია
ზაქია პირველი გოგონა იყო ბამიანში, ავღანეთში, რომელმაც ველოსიპედის ტარება ისწავლა, დღეს ის უკვე 23 წლის არის და დიდი სიხარულით ასწავლის სხვა გოგოებს ველოსიპედის ტარებას.
პატი
ცხრა წლის პატის საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა და ოცნებობს მსოფლიო მოიაროს ზუსტად ისე, როგორც მოანამ გააკეთა ეს.
რონგ ჯინგი
ერთ დროს პოლიოზით დაავადებული, დღეს უკვე 29 წლის რონგ ჯინგი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია ფარიკაობაში.
სოლი
11 წლის სოლი სერფინგით არის გატაცებული და ოცნებობს ჩემპიონობაზე.
ინგლისის გოგონების საფეხბურთო ნაკრები
ინგლისის გოგონების საფეხბურთო კლუბის წევრები ამტკიცებენ, რომ სპორტი არ არის მხოლოდ ბიჭებისთვის და ისინი ძალიან დიდ მაგალითს აძლევენ მომდევნო თაობის გოგონებს.