ახალი ამბები

21 აგვისტო: ხანძარი ბორჯომში ჯერჯერობით არ არის ლოკალიზებული

21 აგვისტო, 2017 • 4656
21 აგვისტო: ხანძარი ბორჯომში ჯერჯერობით არ არის ლოკალიზებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით,   ხანძარი ბორჯომში , რომელიც 20 აგვისტოს გაჩნდა,  ჯერჯერობით [ 21 აგვისტოს 10:00 საათისთვის] ლოკალიზებული არაა.

სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 200-მდე სახანძრო მაშველი, დილიდან კი ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა.

სააგენტოს ცნობით, სოფელ ყვიბისიდან გაჭრილი აქვთ გზა, საიდანაც სახანძრო სამაშველო ტექნიკის შეყვანა შეძლეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ახლა ხანძრის ლოკალიზებისთვის მუშაობენ.

ჯერჯერობით დაუდგენელია ფართობი, რომელსაც ცეცხლი უკიდია, რადგან რთული რელიეფის გამო მაშველებს მუშაობა უჭირთ.

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბის ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა, 20 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე გაჩნდა ხანძარი. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და რთული რელიეფის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი